Loading

Georgia's Civil Aviation Agency: ავიაკომპანია „Georgian Airways”-მა ახალ მიმართულებებზე ფრენების გან

Direct News Source

15-Jan-2018 ავიაკომპანია "Georgian Airways"-მა ახალ მიმართულებებზე ფრენების განხორციელების ნებართვა მიიღო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ქართულ ავიაკომპანია "Georgian Airways"-ს ბრატისლავას, ბერლინის, ბარსელონას, ბრიუსელის, ბოლონიას, კიოლნის და პარიზის მიმართულებებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა მიენიჭა.

რეგულარული რეისები მიმდინარე წლის 25 მარტიდან, შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • თბილისი-ბრატისლავა-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს;
  • თბილისი-ბერლინი-თბილისი, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს;
  • თბილისი-ბარსელონა-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას;
  • თბილისი-ბრიუსელი-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
  • თბილისი-ბოლონია-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს;
  • თბილისი-კიოლნი-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს;
  • თბილისი-პარიზი-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს.

ფრენები Boeing B737, Embraer E190 და Bombardier CL600 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

Source: Georgia's Civil Aviation Agency